Axiom™ - ტესტ-სისტემა ტრანსპლანტ-გენოტიპირებითსვის
კატალოგის ნომერი: 902865
აღწერა:
Axiom™ - ტრანსპლანტ-გენოტიპირების ტესტ-სისტემა ერთერთი ნაკრებია Axiom™-ის ბიობანკების გენოტიპირების ტესტ-სისტემებიდან, რომელიც შექმნილია მაღალი ეფექტურობის გენოტიპირებისათვის ნიმუშების დიდი რაოდენობის ანალიზისთვის, როგორიცაა ბიობანკების, გენომური ცენტრებისა და მსხვილი ლაბორატორიებისთვის განკუთვნილი ნიმუშების სკრინინგი და გენოტიპირება.
Axiom - ტრანსპლანტ-გენოტიპირების ტესტ-სისტემა შეიქმნა მაღალი წარმადობის და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად ტრანსლაციური კვლევებისას.
GWAS
- მარკერების ოპტიმალური შერჩევის საშუალებით ტესტ-სისტემა მოიცავს მილიონობით დამატებით SNP-ს;
- პოპულაციათა გენომების შესწავლა შესაძლებელია დამატებითი მარკერების გამოყენებით.
ტრანსპლანტაციური კვლევები
- სპეციფიკური კვლევები ტრანსპლანტაციური ანალიზისთვის, მათ შორის ფუნქციური ვარიანტების, გენის ასლთა რაოდენობის ცვლილებისა და გენის ფუნქციის დაკარვის განმაპირობებელი მუტაციები.
- იმუნური ფუნქციებთან დაკავშირებული გენების კვლევა, როგორიცაა: მთავარი ჰისტოშეთავსების კომპლექსი (MHC), ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენი (HLA) და ქილერი უკრედების იმუნოგლობულინის მსგავსი რეცეპტორები (KIR).
ფარმაკოგენომიკური მარკერები
- მარკერების შერჩევა განხორციელდა ისეთი გზით, რომ შესაძლებელია პრეპარატების ორგანიზმში აბსორბციის, დისტრიბუციის, მეტაბოლიზმის და ექსკრეციის ეტაპებზე დაკვირვება.
ანთებითი პროცესები და HLA
- შეიცავს მარკერებს, რომლებიც კავშირშია აუტოიმუნურ და ანთებით პროცესებთან;
- მოიცავს გენთა იმ ვარიანტებს HLA და KIR მონაკვეთებში, რომლებიც ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე იმუნური პასუხის განხორციელებისთვის.
ექსომები
- იშვიათი, არა-სინონიმური კოდირებადი SNP-ები და ინსერცია/დელეციები გენომის ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებში;
- ახლად აღმოჩენილი გენომური მონაკვეთები, რომლებსაც დაკარგული აქვთ ფუნქცია;
- SNP-ები და ინსერცია/დელეციები, რომლებიც იდენტიფიცირდება 26 000 ინდივიდის გენომის სექვენირების საფუძველზე;
- დაავადების გამომწვევი ცნობილი მუტაციები.
eQTLs
- რნმ-ის ექსპრესიის პროცესებთან დაკავშირებული მარკერები.
ადამიანის დაავადებები
- ალცჰაიმერის დაავადება, ApoE-ს ჩათვლით;
- სისხლის ფენოტიპები;
- სიმსივნეთა გავრცელებული ტიპები;
- კარდიომეტაბოლური დაავადბები.
სპეციფიკაციები:
ტესტ-სისტემის ფორმატი: |
96-არიანი პლანშეტი |
---|---|
ტესტ-სისტემის ტიპი: |
გენოტიპირება |
რაოდენობა: |
96 არე |
პროდუქტის ზომა: |
1 პლანშეტი |
სახეობა: |
ადამიანი |